Cosplay
გიყვარს ანიმე, ფილმები, კომიქსები, მანგა და თამაშები?
გსურს გააცოცხლო შენი საყვარელი პერსონაჟი სცენაზე?
მიიღე მონაწილეობა ქოსფლეი კონკურსში!
Vendors
გაქვს მცირე ბიზნესი რომელიც ეხება ანიმე, მანგა, კომიქსებს, თამაშებს ან იაპონიას? განათავსე შენი დახლი იაპონური კულტურის ყველაზე დიდ ფესტივალზე!
Feel Japan in Tbilisi
გვესტუმრე იაპონურ ფესტივალ მაცურიზე, დააგემოვნე იაპონური კერძები, აღმოაჩინე სხვადასხვა იაპონური კულტურა და იმოგზაურე ერთი დღით იაპონიაში ჩვენთან ერთად!
„გახსოვს იაპონურ ფესტივალზე რომ ვიყავით?“
იაპონიაში ფესტივალი "მაცური" ტკბილ მოგონებებთან და ლაღ, ახალგაზრდობის დღეებთან ასოცირდება. ჩვენ 2015 წლიდან ვცდილობთ იაპონური მაცურის სული შემოვიტანოთ საქართველოში და ქართულ საზოგადოებას დაუვიწყარი იაპონური გამოცდილება გავუზიაროთ. სტუმრებს დაგხვდებათ იაპონური გარემო სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ სხვადასხვა საფესტივალო კერძები, გაიცნოთ საქართველოში მცხოვრები იაპონელები, იხილოთ ტრადიციული საფესტივალო ცეკვა, მოირგოთ კიმონო, უყუროთ ქოსფლეი შეჯიბრს და დროებით გაერიდოთ ქალაქის დატვირთულ ყოველდღიურობას.
იაპონური ფესტივალი მაცური ტარდება თბილისში, წელიწადში ორჯერ: ივლისში და დეკემბერში
2026 წლის მაცური ჩატარდება 18 ივლისს, Elektrowerk-ის განახლებულ ღია სივრცეში
ფესტივალის ბილეთის შესაძლებელია მხოლოდ TKT.GE-დან. 2026 წლის ივლისის ფესტივალის ბილეთის საფასურია 50-70 ლარი. საფასური განისაზღვრება კალათების მიხედვით. (გაითვალისწინეთ, რომ TKT.ge-ზე ასევე მოქმედებს საქ.ბანკის Scool/Student Card 20%-იანი ფასდაკლება).
ბილეთის საფასურში იგულისხმება მხოლოდ ფესტივალზე დასწრების უფლება, ბილეთის შეძენა აუცილებელია ყველასთვის, მათ შორის ქოსფლეიერებისთვისაც.
ფესტივალზე უფასოდ დასწრება შეუძლიათ მხოლოდ 5 წლამდე ბავშვებს.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია TKT.GE-ზე
იაპონურ მაცურიზე დასწრება შეუძლია ნებისმიერი ასაკის პირს.
ფესტივალს არ აქვს დრესკოდი, თუმცა მოხარული ვიქნებით თუ ფესტივალს ყოველწლიურად გაალამაზებთ იაპონური კიმონოთი, მოსასხამით, იაპონური ლოლიტა ან სხვა სუბკულტურის ფორმით, აქსესუარით ან ქოსფლეის ფორმით.
ქოსფლეით მოსვლა შეუძლია ნებისმიერ პირს – მიუხედავად იმისა იღებს თუ არა ის მონაწილეობას ქოსფლეის კონკურსში.
ფესტივალი მაცური ყოველწლიურად ტარდება სხვადასხვა ადგილას, შესაბამისად კონკრეტული პასუხი იქნება თუ არა პარკინგით უზრუნველყოფა ამ ეტაპზე არ გვაქვს.
ორგანიზატორებს შეგიძლიათ მოგვწეროთ წერილი: info@japan.ge
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ პასუხის დაბრუნება ხდება 1-დან 7 სამუშაო დღეში