იაპონური ლოლიტას დეფილე

გიყვარს იაპონური ლოლიტას სტილი? თქვენ გეძლევათ უნიკალური შანსი, რომ მიიღოთ მონაწილეობა საქართველოში პირველ იაპონურ ლოლიტა სტილის მოყვარულთა შეკრებაზე და სცენაზე წარდგეთ მაყურებლის წინაშე. 

იაპონურ ლოლიტა სტილს უამრავი ქვე-კატეგორია აქვს: კლასიკური, გოთიკური, sweet – ტკბილი/საყვარელი, პანკი, ოუჯი, ჰიმე, ქანთრი, შირო, ვა-ლოლიტა და ა.შ

წესები: 

  • ტანსაცმელი შეიძლება იყოს ხელნაკეთი ან შეძენილი  
  • სასცენო მუსიკალური გაფორმებება აირჩევა მონაწილეებთან ერთად შეთანხმებით
  • ფესტივალი იტოვებს უფლებას, რომ ფოტო/ვიდეო მასალა გამოიყენოს სოციალურ ქსელებში და ტელევიზია/გაზეთებში. 
  • არასრულწლოვანი მონაწილეს შემთხვევაში საჭიროა სრულწლოვანი წარმომადგენლის ხელმოწერა, რომელიც სარეგისტრაციო ბმულშივე არის განთავსებული.

რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია 30.06.2025-ის ჩათვლით!

გაწევრიანდი ქართველი ლოლიტების Facebook ჯგუფში 

Scroll to Top