K-pop ცეკვის კონკურსი

გიყვარს კორეული პოპი? ხარ კორეული პოპის ქავერ ჯგუფის წევრი? მაშინ ეს კონკურსი შენთვის არის! “მაცური” ფესტივალის ისტორიაში, პირველად გვემატება K-pop ცეკვის კონკურსი, სადაც ყოველწლიურად გამოვლინდება საქართველოში საუკეთესო K-pop Cover group!

კომპეტენტური ჟიური შეარჩევს ერთ გამარჯვებულ ჯგუფს, რომელსაც გადაეცემა ფულადი პრიზი: 1000 ლარი და ტროფი – 2024 წლის საუკეთესო K-pop Cover Group in Georgia!

წესები: 

  • ჯგუფი უნდა შედგებოდეს მინიმუმ 2 ადამიანისგან 
  • მუსიკის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 6 წუთს
  • რეგისტრაციის შემდგომ შეირჩევა 5 საკონკურსი ჯგუფი, რომელიც წარდგება სცენაზე მაყურებლის წინაშე

შეფასების კრიტერიუმები: 

  • სინქრონი
  • ქარიზმატულობა

რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია 15.07.2024-ის ჩათვლით!

Scroll to Top