რა არის Cosplay?
ქოსფლეი არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სუბ-კულტურა, რომელსაც ძალიან ბევრი მოყვარული ჰყავს განურჩევლად ასაკისა და სქესისა. ქოსფლეის მიზანია საყვარელი პერსონაჟში გარდასახვა და გარშემომყოფთათვის დადებითი ემოციის აღძვრა.
ზოგადი ინფორმაცია და წესები
ქოსფლეი შეუძლია ნებისმიერი ასაკის, სქესის წარმომადგენლებს. მთავარია იყოს სურვილი, მნიშვნელობა არ აქვს დამწყები ქოსფლეიერი ხარ თუ არა, ჩვენი community სიხარულით ელის შენს გაცნობას!
ჩვენ დაგეხმარებით და მოგვემთ ინფორმაციას თუ სად შეიძინოთ/შეიკეროთ ფორმები, მოიპოვოთ საჭირო მასალა და ა.შ! თუ გსურთ ქოსფლეიერებთან დამეგობრება აუცილებლად დარეგისტრირდით ჩვენს ფეისბუქ ჯგუფში:
2. მონაწილემ აუცილებლად უნდა გამოაგზავნოს მუსიკალიური ფონი, რომელზეც სურს სცენაზე გამოსვლა. აუდიო არ უნდა აღემატებოდეს სოლო ქოსფლეიერის შემთხვევაში 45 წამს, ხოლო ჯგუფური ქოსფლეის შემთხვევაში: 2 წუთს.
ფაილი უნდა იყოს მაღალი ხარისხის mp3 ფორმაში, დაბალი ხარისხის აუდიო ფაილის მიღების შემთხვევაში რეგისტრაცია ავტომატურად გაგიუქმდებათ. სიმღერის ტექსტი არ უნდა შეიცავდეს +18 თემატიკას.
4. ჯგუფური ქოსფლეის მონაწილეთა მინიმალური რაოდენობა არის 2, ხოლო მაქსიმალური - 4.
5. კონკურსანტი/წარმომადგენელი თანახმაა, რომ ფესტივალზე გადაღებული სურათები/ვიდეო მასალა გამოყენებული იქნას ტელევიზიაში, ინტერნეტ სივრცეში და ჟურნალ-გაზეთებში.
6. ქოსფლეის ფორმა არ უნდა შეიცავდეს +18 ელემენტებს
1. კონკურსანტი აცხადებს თანხმობას და აქვს მზაობა რომ წარდგეს სცენაზე
2. საკუთარი წარმოდგენით შექმნილი პერსონაჟის ქოსფლეი არ დაიშვება. პერსონაჟის ქოსფლეი აუცილებლად უნდა წარმოადგენდეს რომელიმე ფილმის, ანიმეს, მანგის,თამაშის, კომიქსის ან ზოგადად უკვე არსებულ პერსონაჟს. არაიაპონური წარმოშობის პერსონაჟები თავისუფლად დაიშვება ქოსფლეი შეჯიბრში!
3. ქოსფლეი შეჯიბრში მონაწილე პირი ითვალისწინებს, რომ კონკურსის განმავლობაში მას არ მიეცება რეპეტიციის გავლის საშუალება.
4. კონკურსანტი სცენაზე წარდგენისას არ უნდა საჭიროებდეს დამხმარე პირის ჩართვას (ამ უფლებით მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს შეუძლია, რომ ისარგებლოს)
5. სცენაზე გამოსვლისას არ გექნებათ მიკროფონის ან დამატებითი გაფორმების გამოყენების უფლება.
6. პერფორმანსის განმავლობაში არ უნდა მოხდეს სცენის დანაგვიანება
1. თუ ქოსფლეი არ ჯდება შეჯიბრის კრიტერიუმებში ან შეჯიბრის დროს მონაწილე წარმოდგენილია სრულიად სხვა პერსონაჟის ფორმით - მონაწილეს მიენიჭება ავტომატური დისკვალიფიკაცია.
2. თუ გამოსვლისას გამოიყენებთ ისეთ ნივთებს, რომელიც ტოვებს კვალს (ბრჭყვიალა ქაღალდები, ნისლი, წყალი) რომელიც სცენის საწყის ფორმას შეცვლის, ავტომატურად მოხდება კონკურსანტის კონკურსიდან გამოთიშვა.
3. დაიცავით ზრდილობა და ცენზურა, ერთმანეთის მიმართ ან ჟიურის მიმართ შეურაწყობა გამოიწვევს ფესტივალიდან სამუდამო დისკვალიფიკაციას
4. კონკურსანტი დროულად უნდა გამოცხადეს ქოსფლეი კონკურსის დროს, დაგვიანების შემთხვევაში, ავტომატურად გამოეთიშება კონკურს.
5. კონკურსში რეგისტრაციის ვადები საბოლოოა, ფესტივალი არ მიიღებს დაგვიანებულ
6. აკრძალულულია წინამდებარე მაცური ფესტივალზე გამოყენებული ქოსფლეი ფორმით კონკურსში მონაწილეობის მიღება
ნომინაციები და შეფასების კრიტერიუმები
- საუკეთესო ხელნაკეთი ქოსფლეი
- საუკეთესო მდ.სქესის პერსონაჟის ქოსფლეი
- საუკეთესო მამრ.სქესის პერსონაჟის ქოსფლეი
- საუკეთესო კრეატიული ქოსფლეი
- საუკეთესო – “ბოლო წამს მოვასწარი” ქოსფლეი
- საუკეთესო ჯგუფური ქოსფლეი
- საუკეთესო პერფორმანსი
- ჟიურის რჩეული
- საუკეთესო არაკომფორტული ქოსფლეი – თუ ისეთი ქოსფლეი გაქვს, რომელიც ძალიან შთამბეჭდავია, მაგრამ ძალიან არაკომფორტული – ეს ნომინაცია შენთვის არის!
- საუკეთესო “ბოლო წამს მოვასწარი” ქოსფლეი – არის სავსებით არასერიოზული კატეგორია, რომელიც საკმაოდ სერიოზულ წარმოსახვით უნარს მოითხოვს.
ქოსფლეი კონკურს აფასებს ფესტივალის ორგანიზატორთა მიერ შეკრებილი პროფესიონალთა გუნდი, რომელთაც აქვთ დიდხნიანი გამოცდილება ფორმების შექმნაში, კრაფტთან მუშაობაში, მაკიაჟისა და პარიკის გარდაქმნის ხელოვნებაში.
მონაწილეთა შეფასება ხდება ინდივიდუალურად : ხელნაკეთობა, პერფორმანსი, მაკიაჟი და პარიკის მოდელირება, პერსონაჟის განსახიერება
2024 წლის რეგისტრაციის ვადა
ფესტივალი “მაცური” ჩატარდება 2024 წლის 20 ივლისს, ქოსფლეი რეგისტრაციაში მონაწილეთა მსურველებმა, აპლიკაცია და საჭირო ფაილები უნდა გამოაგზავნოთ 15 ივლისის ჩათვლით. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაგვიანებული აპლიკაცია განხილვას არ ექვემდებარება. რეგისტრაციის დადასტურებას მიიღებათ აპლიკაციის გაგზავნიდან 2-3 დღეში.
დიახ, ფესტივალზე იქნება გამოსაცვლელი ოთახები, სადაც შეძლებთ ქოსფლეი ფორმის ჩაცმას. თუმცა ამ ოთახების გამოყენება შეუძლიათ მხოლოდო ქოსფლეი კონკურსის მონაწილეებს.
ქოსფლეი კონკურსის მონაწილეს ჭირდება ფესტივალის ბილეთის შეძენა, თუმცა ადგილზე მოსულს თქვენ ასევე გადმოგეცემათ სპეციალური საშვი, რომლის მეშვეობით შეგიძლიათ ისარგებლოთ კონდიცირებული ოთახით
ნომინაციებში გამარჯვებული ქოსფლეიერები დაჯილდოვდებიან ფულადი პრიზებით და გადაეცემათ სამახსოვრო ტროფი.
ფესტივალზე აუცილებლად იქნება ფოტო/ვიდეო ოპერატორები. სურვილისამებრ შეგიძლიათ მათთან მისვლა და კამერაში დაფიქსირება. ფესტივალის ვიდეო/ფოტო ფაილები აიტვირტება ფესტივალის გვერდის არქივის გაყოფილებაში.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ მეილზე: info@japan.ge
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მეილზე პასუხის მიღება ხდება საშუალოდ 1-7 სამუშაო დღის განმავლობაში.
დიახ, ფესტივალზე ქოსფლეით მოსვლა შეგიძლიათ. თუ კონკურსში არ გექნებათ წინასწარი რეგისტრაცია გავლილი, ვერ მიიღებთ მონაწილეობას, თუმცა მაინც ძალიან კარგ დროს გაატარებთ და ბევრ ახალ მეგობარს შეიძენთ!
მხოლოდ ქოსფლეის კონკურსის მონაწილეებს – ნივთები შეგიძლიათ მოათავსოთ სპეციალურ პარკებში და დატოვოთ გამოსაცვლელ ოთახში, გთხოვთ არ დატოვოთ ძვირფასი ნივთები ან ტელეფონი.
ფესტივალი პასუხისმგებლობას არ იღებს დაკარგულ ნივთებზე.