რა არის მედია PASS?

თუ ხართ ფოტოგრაფი, ვიდეოგრაფი, ინფლუენსერი, ბლოგერი, ჟურნალისტი ან წარმოადგენთ ტელევიზიას და გსურთ, რომ ფესტივალზე განახორციელოთ გადაღება, აუცილებელია, რომ გაიაროთ რეგისტრაცია, რათა მიიღოთ  მედია PASS.  აღნიშნული სტატუსის მეშვეობით გენიჭებათ უფლება, რომ ფესტივალის ტერიტორიაზე განახორციელოთ ფოტო-ვიდეო გადაღება და გაავრცელოთ აღნიშნული მასალა საკუთარ სოციალურ ქსელებსა და ტელევიზიებში. 

აღნიშნული მედია PASS-ის არარსებობის შემთხვევაში, ფესტივალის ორგანიზატორთა ჯგუფი იტოვებს სრულ უფლებას, რომ ფესტივალის განმავლობაში, სხვადასხვა წარმომადგენელს შეუზღუდოს  პროფესიონალური კამერის და ინვენტარის გამოყენება. 

მედია პასი არის შეზღუდული რაოდენობით და საჭიროებს რეგისტრაციას. დადებითი პასუხის შემთხვევაში თქვენ შეძლებთ ფესტივალზე უფასოდ დასწრებას, მონაწილე პირებთან ვიდეო/ფოტო გადაღებას და მოგენიჭებათ სპეციალური ბეიჯი. 

მედია PASS-ის რეგისტრაციის ბოლო ვადა არის 15 ივლისის ჩათვლით.

Scroll to Top