განრიგი

იაპონური ფესტივალი “მაცური” ჩატარდება 2024 წლის 20 ივლისს ELEKTROWERK-ის განახლებულ ღია სივრცეში. მაცურის მიზანია იაპონია-საქართველოს მეგობრობის აღნიშვნა, ტრადიციული იაპონური კულტურის წარმომადგენლების საზოგადოებისთვის უკეთ გაცნობა და საქართველოში სვადასხვა თანამედროვე სუბკულტურების განვითარება. ფესტივალი 2015 წლიდან ტარდება საქართველოში და მას უამრავი ადამიანი სტუმრობს. მაცურის არ აქვს ე.წ “დრესკოდი” თუმცა მივესალმებით ყველა სტუმარს რომელიც ფესტივალს გაალამაზებს ტრადიციული იაპონური სამოსით, ელემენტებით ან ქოსფლეი ფორმით.

ბილეთები შეზღუდული რაოდენობით განთავსებულია biletebi.ge-ზე. ფესტივალზე დასწრება შეუძლია ყველა ასაკის პირს.

ფესტივალის ოფიციალური ორგანიზატორია იაპონური ენისა და კულტურის ცენტრი

16:00 – ფესტივალის გახსნა 
16:30 – ჰაიაო მიაძაკის ფილმების და Genshin Impact-ის მუსიკალური პერფორმანსი: პიანისტი – ოქსანა სლიპჩენკო🇺🇦და მევიოლინე – მარგარიტა ჩერნიშევსკაია🇧🇾
17:30 – საქართველოს კენდოს ასოციაცია
18:00 – Mark Velvet – Synthwave Live
19:00- ქოსფლეი კონკურსი
21:00 – იაპონიის სრულუფლებიანი ელჩის, ბ-ნი იშიზუკა ჰიდეკის სიტყვით გამოსვლა
21:30 – აბური შოდო კალიგრაფიის წარმოდგენა – ჰარუკა ფუკუშიმა
22:00 – K-pop Cover Band ცეკვის კონკურსი
23:00 – მუსიკალური საღამო
00:00 – ფესტივალის დასასრული

Scroll to Top