


გაქვს ანიმე/მანგა მაღაზია და გსურს, რომ უფრო მეტმა ადამიანმა გაიგოს თქვენი ბიზნესის შესახებ? შემოუერთდით ჩვენს ფესტივალს და განათავსე დახლი!
თუ გსურთ, რომ ფესტივალ მაცურიზე წარმოადგინოთ საკვები/სასმელი ობიექტი და განათავსოთ დახლი, აუცილებლად გაეცანით პირობებს და გაიარეთ წინასწარი
თუ თქვენი საქმიანობა არცერთ კატეგორიას არ მიეკუთვნება, მაგრამ გაქვთ კავშირი იაპონიასთან და გსურთ ფესტივალში მიიღოთ მონაწილეობა, შეავსეთ ეს ბმული:
ზოგადი ინფორმაცია ანიმე/მანგა ვენდორებისთვის:
- ანიმე/მანგა/ფიგურები/ბრელოკები/ხელნაკეთი ნივთების ვენდორი წინასწარ იხდის მონაწილეობის საფასურს
- ვენდორებმა საკუთარი პროდუქცია უნდა განათავსონ ფესტივალამდე 3 საათით ადრე, დაგვიანების შემთხვევაში არ დაიშვებით ფესტივალზე, მონაწილეობის თანხა არ ანაზღაურდება.
- მონაწილე ვენდორის კუთხეში მომუშავე პირთა რაოდენობა განისაზღვრება ინდივიდუალური მოლაპარაკებით.
- არალეგალურად ნათარგმნი/დაბეჭდილი მანგების რეალიზება იკრძალება ფესტივალზე.
- ფალსიფიცირებული ანიმე ფიგურების გაყიდვა იკრძალება
- დახლი უნდა იყოს ვიზუალურად გაფორმებული: დატანილი უნდა ჰქონდეს მაღაზიის დასახელება, საიტის მისამართი. ფესტივალის ორგანიზატორი იტოვებს უფლებას რომ ვენდორს მოთხოვოს კუთხის გალამაზება,თუ ვენდორი ამ წესს არ გაითვალისწინებს, ორგანიზატორს შეუძლია უპირობოდ გააუქმოს შეთანხმება და შეუზღუდოს მონაწილეობა.
- იკრძალება +18 კატეგორიის პროდუქციის რეალიზება
დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელი იქნება რეგისტრაციის გავლის შემდეგ.

- ანგარიშსწორება ფესტივალზე ხდება ბარათის ტერმინალის და ნაღდი ანგარიშსწორების საშუალებით. წესების დარღვევის შემთხვევაში ვენდორს დაეკისრება ჯარიმა.
- ფალსიფიცირებული ანიმე პროდუქციის რეალიზება არ არის მიზანშეწონილი
- ფესტივალი არ უზრუნველყოფს ვენდორებისთვის საჭირო ინვენტარის ქირაობას ან განთავსებას.
ზოგადი ინფორმაცია სასმელი/საკვები ვენდორებისთვის:
- ანიმე/მანგა/ფიგურები/ბრელოკები/ხელნაკეთი ნივთების ვენდორი წინასწარ იხდის მონაწილეობის საფასურს
- ვენდორებმა საკუთარი პროდუქცია უნდა განათავსონ ფესტივალამდე 3 საათით ადრე, დაგვიანების შემთხვევაში არ დაიშვებით ფესტივალზე, მონაწილეობის თანხა არ ანაზღაურდება.
- მონაწილე ვენდორის კუთხეში მომუშავე პირთა რაოდენობა განისაზღვრება ინდივიდუალური მოლაპარაკებით.
- დახლი უნდა იყოს ვიზუალურად გაფორმებული: დატანილი უნდა ჰქონდეს ბიზნესის დასახელება, საიტის მისამართი. ფესტივალის ორგანიზატორი იტოვებს უფლებას რომ ვენდორს მოთხოვოს კუთხის გალამაზება,თუ ვენდორი ამ წესს არ გაითვალისწინებს, ორგანიზატორს შეუძლია უპირობოდ გააუქმოს შეთანხმება და შეუზღუდოს მონაწილეობა.
- ვენდორმა უნდა შეინარჩუნოს ტერიტორიაზე სისუფთავე
დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელი იქნება რეგისტრაციის გავლის შემდეგ.

- ანგარიშსწორება ფესტივალზე ხდება ბარათის/ტერმინალისა და ნაღდი ანგარიშსწორების მეშვეობით. წესების დარღვევის შემთხვევაში ვენდორს დაეკისრება ჯარიმა.
- ფესტივალი არ უზრუნველყოფს ვენდორებისთვის საჭირო ინვენტარის ქირაობას ან განთავსებას.