Cosplay
გიყვარს ანიმე, ფილმები, კომიქსები, მანგა და თამაშები?
გსურს გააცოცხლო შენი საყვარელი პერსონაჟი სცენაზე?
მიიღე მონაწილეობა ქოსფლეი კონკურსში!
Vendors
გაქვს მცირე ბიზნესი რომელიც ეხება ანიმე, მანგა, კომიქსებს, თამაშებს ან იაპონიას? განათავსე შენი დახლი იაპონური კულტურის ყველაზე დიდ ფესტივალზე!
Feel Japan in Tbilisi
გვესტუმრე იაპონურ ფესტივალ მაცურიზე, დააგემოვნე იაპონური კერძები, აღმოაჩინე სხვადასხვა იაპონური კულტურა და იმოგზაურე ერთი დღით იაპონიაში ჩვენთან ერთად!
„გახსოვს იაპონურ ფესტივალზე რომ ვიყავით?“
იაპონიაში ფესტივალი "მაცური" ტკბილ მოგონებებთან და ლაღ, ახალგაზრდობის დღეებთან ასოცირდება. ჩვენ 2015 წლიდან ვცდილობთ იაპონური მაცურის სული შემოვიტანოთ საქართველოში და ქართულ საზოგადოებას დაუვიწყარი იაპონური გამოცდილება გავუზიაროთ. სტუმრებს დაგხვდებათ იაპონური გარემო სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ სხვადასხვა საფესტივალო კერძები, გაიცნოთ საქართველოში მცხოვრები იაპონელები, იხილოთ ტრადიციული საფესტივალო ცეკვა, მოირგოთ კიმონო, უყუროთ ქოსფლეი შეჯიბრს და დროებით გაერიდოთ ქალაქის დატვირთულ ყოველდღიურობას.
იაპონური ფესტივალი მაცური ტარდება თბილისში, წელიწადში ორჯერ: ივლისში და დეკემბერში
2025 წლის მაცური ჩატარდება 19 ან 20 ივლისს, Elektrowerk-ის განახლებულ ღია სივრცეში
ფესტივალის ბილეთის ფასი ყოველწლიურად იცვლება სხვადასხვა გარემოებების მიხედვით. 2025 წლის ივლისის ფესტივალის ბილეთის სავარაუდო ფასი იქნება 30-45 ლარამდე, გაყიდვების კალათის მიხედვით.
ბილეთის საფასურში იგულისხმება მხოლოდ ფესტივალზე დასწრების უფლება, ბილეთის შეძენა აუცილებელია ყველასთვის.
ფესტივალზე უფასოდ დასწრება შეუძლიათ მხოლოდ 5 წლამდე ბავშვებს.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია biletebi.ge-დან. ბილეთების რაოდენობა არის შეზღუდული.
იაპონურ მაცურიზე დასწრება შეუძლია ნებისმიერი ასაკის პირს. ფესტივალს არ აქვს დრესკოდი, თუმცა მოხარული ვიქნებით თუ ფესტივალს ყოველწლიურად გაალამაზებთ იაპონური კიმონოთი, მოსასხამით, იაპონური ლოლიტა ან სხვა სუბკულტურის ფორმით, აქსესუარით ან ქოსფლეის ფორმით. ქოსფლეით მოსვლა შეუძლია ნებისმიერ პირს – მიუხედავად იმისა იღებს თუ არა ის მონაწილეობას ქოსფლეის კონკურსში.
ფესტივალი მაცური ყოველწლიურად ტარდება სხვადასხვა ადგილას, შესაბამისად კონკრეტული პასუხი იქნება თუ არა პარკინგით უზრუნველყოფა ამ ეტაპზე არ გვაქვს.
ორგანიზატორებს შეგიძლიათ მოგვწეროთ წერილი: info@japan.ge
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ პასუხის დაბრუნება ხდება 1-დან 7 სამუშაო დღეში
რას უნდა ველოდოთ 2025 წლის მაცურის ფესტივალზე?
მალე განახლდება...
მალე განახლდება...
აღმოაჩინე ნამდვილი იაპონური გემო! ასეთ კერძებს მხოლოდ ჩვენს ფესტივალზე შევდებით!
გაიცანი საერთო ინტერესების მქონე ახალი მეგობრები და ისიამოვნე ჩვენს მიერ შექმნილი იაპონური გარემოთი