Cosplay

გიყვარს ანიმე, ფილმები, კომიქსები, მანგა და თამაშები?
გსურს გააცოცხლო შენი საყვარელი პერსონაჟი სცენაზე?
მიიღე მონაწილეობა ქოსფლეი კონკურსში!

Vendors

გაქვს მცირე ბიზნესი რომელიც ეხება ანიმე, მანგა, კომიქსებს, თამაშებს ან იაპონიას? განათავსე შენი დახლი იაპონური კულტურის ყველაზე დიდ ფესტივალზე!

Feel Japan in Tbilisi

გვესტუმრე იაპონურ ფესტივალ მაცურიზე, დააგემოვნე იაპონური კერძები, აღმოაჩინე სხვადასხვა იაპონური კულტურა და იმოგზაურე ერთი დღით იაპონიაში ჩვენთან ერთად!

„გახსოვს იაპონურ ფესტივალზე რომ ვიყავით?“

იაპონიაში ფესტივალი "მაცური" ტკბილ მოგონებებთან და ლაღ, ახალგაზრდობის დღეებთან ასოცირდება. ჩვენ 2015 წლიდან ვცდილობთ იაპონური მაცურის სული შემოვიტანოთ საქართველოში და ქართულ საზოგადოებას დაუვიწყარი იაპონური გამოცდილება გავუზიაროთ. სტუმრებს დაგხვდებათ იაპონური გარემო სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ სხვადასხვა საფესტივალო კერძები, გაიცნოთ საქართველოში მცხოვრები იაპონელები, იხილოთ ტრადიციული საფესტივალო ცეკვა, მოირგოთ კიმონო, უყუროთ ქოსფლეი შეჯიბრს და დროებით გაერიდოთ ქალაქის დატვირთულ ყოველდღიურობას.

იაპონური ფესტივალი მაცური ტარდება თბილისში, წელიწადში ორჯერ: ივლისში და დეკემბერში

2024 წლის მაცური ჩატარდება 20 ივლისს, Elektrowerk-ის განახლებულ ღია სივრცეში

ფესტივალის ბილეთის ფასი ყოველწლიურად იცვლება სხვადასხვა გარემოებების მიხედვით. 2024 წლის ივლისის ფესტივალის ბილეთის სავარაუდო ფასი იქნება 30-45 ლარამდე, გაყიდვების კალათის მიხედვით. 

ბილეთის საფასურში იგულისხმება მხოლოდ ფესტივალზე დასწრების უფლება, ბილეთის შეძენა აუცილებელია ყველასთვის.

ფესტივალზე უფასოდ დასწრება შეუძლიათ მხოლოდ 5 წლამდე ბავშვებს. 

ბილეთების შეძენა შესაძლებელია biletebi.ge-დან. ბილეთების რაოდენობა არის შეზღუდული. 

იაპონურ მაცურიზე დასწრება შეუძლია ნებისმიერი ასაკის პირს. ფესტივალს არ აქვს დრესკოდი, თუმცა მოხარული ვიქნებით თუ ფესტივალს ყოველწლიურად გაალამაზებთ იაპონური კიმონოთი, მოსასხამით, აქსესუარით ან ქოსფლეის ფორმით. ქოსფლეით მოსვლა შეუძლია ნებისმიერ პირს – მიუხედავად იმისა იღებს თუ არა ის მონაწილეობას ქოსფლეის კონკურსში. 

ფესტივალი მაცური ყოველწლიურად ტარდება სხვადასხვა ადგილას, შესაბამისად კონკრეტული პასუხი იქნება თუ არა პარკინგით უზრუნველყოფა ამ ეტაპზე არ გვაქვს. 

ორგანიზატორებს შეგიძლიათ მოგვწეროთ წერილი: info@japan.ge 

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ პასუხის დაბრუნება ხდება 1-დან 7 სამუშაო დღეში

რას უნდა ველოდოთ 2024 წლის მაცურის ფესტივალზე?

ფესტივალის განრიგი

16:00 – ფესტივალის გახსნა
16:30 – ჰაიაო მიაძაკის ფილმების და Genshin Impact-ის მუსიკალური პერფორმანსი: პიანისტი – ოქსანა სლიპჩენკო🇺🇦და მევიოლინე – მარგარიტა ჩერნიშევსკაია🇧🇾
17:30 – საქართველოს კენდოს ასოციაცია
18:00 – Mark Velvet – Synthwave Live
19:00- ქოსფლეი კონკურსი
21:00 – იაპონიის სრულუფლებიანი ელჩის, ბ-ნი იშიზუკა ჰიდეკის სიტყვით გამოსვლა
21:30 – აბური შოდო კალიგრაფიის წარმოდგენა – ჰარუკა ფუკუშიმა
22:00 – K-pop Cover Band ცეკვის კონკურსი
23:00 – მუსიკალური საღამო
00:00 – ფესტივალის
ტრადიციული იაპონური კულტურის წარმომადგენლები

იაპონური ენისა და კულტურის ცენტრი
კინცუგი - გატეხილი ნივთების ოქროთი გამრთელება
ორიგამი - იაპონური ვაში ფურცლის კეცვა
საქართველოს კენდოს ასოციაცია
"აბური" შოდო კალიგრაფის პერფორმანსი დიდი ფუნჯით
კოკეში - ხის სათამაშოების მოხატვა
იაპონური ჭადრაკი - შოგის ფედერაცია
მოკუმეგანეს ხელოვნება

დააგემოვნე იაპონელი და ქართელი მზარეულების მიერ მომზადებული იაპონური კერძები!
აღმოაჩინე ნამდვილი იაპონური გემო! ასეთ კერძებს მხოლოდ ჩვენს ფესტივალზე შევდებით!
ისიამოვნე იაპონური გარემოთი
გაიცანი საერთო ინტერესების მქონე ახალი მეგობრები და ისიამოვნე ჩვენს მიერ შექმნილი იაპონური გარემოთი
Scroll to Top